logo
ENG



რუსეთის საგარეო: რუსეთს განზარახვა არ ჰქონია და არც ახლა აქვს საქართველოს საშინაო საქმეეში ჩაერიოს

20 თებ 202018:57
3 წუთის საკითხავი
 
zww5z7ksy7gxfuz.jpg

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია კიბერშეტევის ბრალდებაზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ სააგენტო РИА-სთან საუბრისას უარყო. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არასდროს არ ერეოდა და ამას არც ახლა აპირებს. რუდეკო აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას თავად ქართულ მხარეს აკისრებს. 

“ეს კომენტარები საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე არის, რომლებმაც ისინი გააკეთეს. რუსეთს განზარახვა არ ჰქონია და არც ახლა აქვს საქართველოს საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით ჩაერიოს”, – აღნიშნა ანდრეი რუდეკომ

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა.კიბერშეტების  სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ.სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

 


close დახურვა