logo
ENG



კონსტიტუციის დარღვევა არის იმპიჩმენტის საფუძველი - NGO-ები მაჭავარიანის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდიან

25 თებ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

რეგლამენტის დარღვევის გამო შესაძლოა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. ამ ინიციატივისთ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მინისტრები, რომლებიც რეგლამენტს არღვევენ და საკანონმდელბლო ორგანოს მიმართ უპატივეცემულობას იჩენენ, ამ პოსტს არ უნდა იკავებდნენ. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გუშინ პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს, თუმცა მინისტრი არ გამოცხადდა.

„მინისტრი არის ანგარიშვლადებული პარლამენტის წინაშე და მინისტრის გადასაწყვეტი არ არის როდესაც მას დაიბარებს პარლამენტი ის გამოცხადდება, თუ არა და ის არ უნდა მსჯელობდეს არგუმენტებზე, რატომ არ უნდა გამოცხადდეს პარლამენტში. არც ერთი ის მიზეზი, რაც დასახელდა გუშინ მინისტრის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, არც ერთი არ წარმოადგენდა რაიმე ლეგიტიმურ არგუმენტს. კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ მინისტრი არის ვალდებული გამოცხადდეს პარლამენტში დაბარებისთანავე და ამ მოთხოვნის დარღვევა წარნმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი“,-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.


close დახურვა