21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს კვლავ განიხილავენ. საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომა ლუქსემბურგიში გაიმართება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარ დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
საბჭო ასევე განიხილავს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, ირანში მიმდინარე ომის უახლესი განვითარების და მისი რეგიონზე გავრცელებული გავლენის შედეგებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე იმ ფონზე, რომ ერევანში ევროპის პოლიტიკური კომიტეტის სამიტია დაგეგმილი, ასევე იმსჯელებენ საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
ცნობისთვის, საქართველოს საკითხი მინისტრებმა 16 მარტის საბჭოს სხდომაზეც დააყენეს - "საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. განხილვის ინიციატორები გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ. თუმცა მაშინ კაია კალასმა თქვა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხს შემდეგ სხდომაზე უფრო დეტალურად შეეხებოდნენ.
