logo
ENG



21 ივნისს ეს ამბები არ უნდა გამოტოვო

21 ივნ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
s66p3bryo5vfm4r.jpg
ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 21 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

საკონსტიტუციო ცვილილებები


დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე გავა. დოკუმენტის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, 120/30 პროპორციით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე, ჩავარდება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგია ბოკერიას განცხადებით, პარტია პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებით, მმართველ გუნდს შანსს აძლევს, რომ ქვეყანას ზიანი არ მიადგეს.

 

 

მსახიობ ანსელ ელგორტს სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიაში სდებენ ბრალს

 

Twitter-ის მომხმარებელმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ 2014 წელს, როცა 17 წლის იყო, მსახიობმა ფილმ Divergent-ის მსახიობმა მასზე სექსუალურად იძალადა. როგორც მომხმარებელი წერს, ელგორტთან ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა მას Instagram-ზე შეტყობინება გაუგზავნა, მსახიობმა კი უპასუხა და პირადი Snapchat ანგარიში გაუზიარა, რის შემდეგაც ელგორტმა მასზე სექსუალურად იძალადა.

View this post on Instagram

Twitter-ის მომხმარებელმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ 2014 წელს, როცა 17 წლის იყო, Divergent-ის მსახიობმა მასზე სექსუალურად იძალადა მსახიობმა ბრალდებებს უპასუხა და აღიარა, რომ 17 წლის გოგონასთან მართლაც ჰქონდა ურთიერთობა 20 წლის ასაკში, თუმცა მისი თქმით, ეს ურთიერთობა არ ყოფილა ძალადობრივი და მისგან თანხმობა ჰქონდა

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

მსახიობმა ბრალდებებს უპასუხა და აღიარა, რომ 17 წლის გოგონასთან მართლაც ჰქონდა ურთიერთობა 20 წლის ასაკში, თუმცა მისი თქმით, ეს ურთიერთობა არ ყოფილა ძალადობრივი და მისგან თანხმობა ჰქონდა.

 

თურქული ციხიდან მინდია ლავასოღლი გაათავისუფლეს


ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ თურქეთში პატიმრობიდან გაათავისფლეს. მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს ქურდული სამყაროს წევრობისთვის. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს. 1 ივნისიდან ბათუმში ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან ბათუმში აქციება გაიმართა.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი თურქეთში იყო დაკავებული, მისი საქართველოსათვის გადმოცემის მოთხოვნით კი მხარდამჭერები ბათუმში აქციებს მართავდნენ.

 

მზის დაბნელება


21 ივნისს ყველაზე გრძელი დღესთან ერთად მზის დაბნელებაც იქნება. აღმოსავლეთ ჰემისფეროში დაბნელება საქართველოს დროით 22 ივნისის გამთენიისას იქნება და დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდება.

via GIPHY

ეს დაბნელება იმით გამოირჩევა, რომ მთვარე მზეს სრულად არ ამოეფარება და ამით ოქროსფერი რგოლის ეფექტს შექმნის.

 

სტუდია „გიბლი” პირველი CGI ანიმაციის ფოტოებს ავრცელებს


სტუდია „გიბლის” ცნობილი ანიმაციებია Spirited Away და My Neighbour Totoro. სტუდიისთვის კი ეს CG ანიმაცია პირველი მცდელობა იქნება. „აია და ჯადოქარი დაიანა ვეინ ჯონსის ნოველის „იარვიგი და ჯადოქარი” ადაპტაცია იქნება.

ანიმაცია მოგვითხრობს ობოლ აიაზე, რომელმაც არ იცის, რომ სინამდვილეში ჯადოქრის შვილია. ანიმაციების ცნობილი იაპონელი შემქნმნელი ჰაიო მაძაკი წარმოების პროცესს დააკვირდება და მისი ვაჟი, გორო მაძაკი ანიმაციის რეჟისორობას შეითავსებს. ანიმაციის გამოსვლის თარიღი უცნობია.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


906 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 755 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 256 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2891 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 8.9 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი 4.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 466 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 54 500-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ეპიდსიტუაცია კრიტიკულია ბრაზილიაში, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 500-ზე მეტი შემთხვევა დაფისქრიდა.იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ინდოეთში, სადაც ბოლო 24 საათში 15 900-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 13 700-ს აჭარბებს.


close დახურვა