logo
ENG



21 აპრილს რომი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება

06 აპრ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

21 აპრილს იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რომი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი დაიგეგმა. რეისს ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზები" შეასრულებს. ბილეთების შეძენა  მოქალაქეებს ფრენამდე 2 დღით ადრე ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

საქართველოს საელჩოს ცნობთ, 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოსერთიფიკატი და საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, რომში ჩასვლა ნებისმიერი რეგიონიდან თავისუფლად შეეძლება.


close დახურვა