logo
ENG



21 თებერვალს თბილისის ნაწილს დენი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

21 თებ 202400:28
3 წუთის საკითხავი
clock 1426
21 თებერვალს თბილისის ნაწილს დენი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, გაგრის, ლიბანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ვარდევანის, ბარისახოს, ჭრებალოს და ყუშიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, დავით ყიფიანის, სანაპიროს, მიხეილ წინამძღვრიშვილის, გოგი ცაბაძის, მაიაკოვსკის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ჩაჩავას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის (ნაწილობრივ), კრწანისის, ხაზინის, ათონელის და ფხოვის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ბოლნისის, დოდაშვილის, ჩკალოვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, იან პრიბილის, აჩაბეთის და თემურ ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამურზაყანოს, ყირიმის, ლაილაშის, აგარის, აფხაზეთის, სალხინოს, ცხრა ძმა ხერხეულიძის, გოგი ზაზიშვილის, ქინქლაძის, გივიშვილის, ხონის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშიძის, კახა მანიჟაშვილის, ცაიშის, აბაშის, მეორე ქვალონის, თეკლეთის, ასხინის, ქვალონის, ტაშირის და ჭალადიდის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა