კომპანია თელასის ინფორმაციით, 21 ივლისს, გეგმიური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მაჭარის და სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბაძეების ქუჩის მოსახლეობას.