logo
ENG



კინზინგერი უგულავას დაკავებაზე: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სასამართლო სამართლისთვის გამოიყენოს

03 მარ 202010:47
3 წუთის საკითხავი
clock 2398
wtlk9ekq3w79f7j.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ემაურება. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კინზინგერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სასაამრთლო სამართლისთვის უნდა გამოიყენოს.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის თქმით, მან მმართველი გუნდის ლიდერებ გააფრთხილა, რომ უგულავას დაკავება ძალიან ცუდი იქნებოდა.

„ძალიან შევშფოთდი, როცა ჩვენთან მოვიდა ხმები, რომ ეს (უგულავას დაკავება) მოხდებოდა. ჩემი პოზიცია "ქართულ ოცნებას" და ლიდერებს ძალზედ ნათლად გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ შეერთებული შტატების, სამართლიანი და თავისუფალია და არაა პოლიტიკურად მიკერძოებული. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ, რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპათიით არიან განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი.

"მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან. მმართველი და ოპოზიციური პარტიების ინტერესებშია იპოვონ გამოსავალი და საარჩევნო ყუთამდე სწორად მივიდნენ. არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის“, - განაცხადა კინზინგერმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

უგულავას დაკავებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და ფაქტთან დაკავშრებით იმედგაცრუება გამოხატეს, ხოლო ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი ამ ფაქტიდან გამომდინარე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საარჩენო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას აღარ აპირებენ.

სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია, - ამ განცხადებით ეხმიანება სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. კინზინგერის თქმით, მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ უგულავას საქმე ამერიკელ პარტნიორებს უბრალოდ აწუხებთ.

ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ აქვეყნებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ლინკევიჩუსი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება სასამართლო ოპონენტების დევნისთვის გამოიყენო.

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს", - „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაპატიმრებას გაერთიანებული სამეფოს საელჩოც ეხმაურება.

ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით სპეცილური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებები პოლიტიკურ დიალოგს ხელს არ უწყობს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საქმის გარშემო არსებული ვითარება არ შეესაბამება მოწინავე პოლიტიკური დიალოგის პროცესს.

ევროპის პარლამენტის ჯგუფი Renew Europe-ი, უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გმობს. ამის შესახებ განცხადებას Renew Europe ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ უგულავასთვის 38 თვიანი პატიმრობის მისჯა იმ საქმისთვის მოხდა, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა. როგორც ტუსკი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, არ შეიძლება, სასამართლო სისტემა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყოს გამყენებული.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე გიგი უგულავასთავის და მასთან ერთად ბრალდებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციას წარმოადგენს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

ამავე თემაზე: ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სხვა საკითხებზეც ისაუბრა. კონგრესმენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება მიღწული, კონგრესი ბევრისთვის მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს. გარდა ამისა, კინზინგერმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში არსებულ დემოკრატია შემაშფოთებელ ეტაპზეა. კონგრესმენმა ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მართალია, საქართველოს მთავრობამ მათ პორტის მშენებლობის დაპირება მისცა, მაგრამ კითხვებზე პასუხები დამაჯერებელი არ იყო. 


close დახურვა