სომხეტის პრემიერ-მინისტრის რანგში ნიკოლ პაშინიანი თბილისს პირველად ესტუმრა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ პრემიერებმა პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველა წინაპირობაა. დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განსაკუთრებულს ხდის.
ეს უპირველესყოვლისა დემოკრატიულ ფასეულობებზე მომავლის აშენების ჩვენეული ფორმაა. დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენაესობამ ახალი ფორმები გაშალა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.