logo
ENG



რუხაძე: ევროსტრუქტურები არ აპირებენ თვალი დახუჭონ იმაზე, რაც ხდება საქართველოში

04 მარ 202022:59
3 წუთის საკითხავი
 
fx1r5u41dsa3da9.jpg

ევროსტრუქტურები არ აპირებენ თვალი დახუჭონ იმაზე, რაც ხდება საქართველოში,“ - ამ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი გიორგი რუხაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, წერილი, რომელიც დღეს გიორგი გახარიას გამოუგზავნეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სტრასბურგიდან და ბრიუსელიდან, საქართველოს ხელისუფლებისადმი წნეხი ძლიერდება.

„გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და დასტური იმისა, რომ სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან და ევროპის ცენტრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი წნეხი ძლიერდება. ევროპარლამენტის წევრები და ევროსტრუქტურები არ აპირებენ თვალი დახუჭონ იმაზე, რაც ხდება საქართველოში“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ წერილის ტექსტის შინაარსი ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.  ძალის გადამეტება მშვიდობიანი აქციების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსრულებელი დაპირებები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად - ეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც წერილში ყურადღება არის გამახვილებული. კრიტიკული წერილის ადრესატი გიორგი გახარიაა.

ევროპარლამენტარები მწვანეთა პარტიიდან დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, მოამზადოს ცვლილებები პროპორციული სისტემისთვის, ევროპელი პოლიტიკოსები წუხან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან საქართველოს უკუსვლის გამო.


close დახურვა