
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ამ დროისთვის 3 ადამიანია მოთავსებული. მათ შორის ქუთაისის აეროპორტის საბაჟო სამსახურის 2 თანამშრომელი, რომლებსაც კორონავირუსის მატარებელ მოქალაქესთან ჰქონდათ კონტაქტი.
ერთი პაციენტი, რომელიც იტალიიდან 25 თებერვალს ჩამოფრინდა, საავადმყოფოში დღეს თავად მივიდა. პაციენტი აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლუგარის კვლევითი ცენტრიდან ანალიზების პასუხებს დღეს საღამოსთვის ელოდებიან.