საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა გააკრიტიკეს დღეს „ლეიბორისტულ პარტიაში“. პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო ისეთ მშენებლობებზე გასცემს ნებართვებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს საფრთხეს უქმნის. პარტიაში ამბობენ, რომ სახელმწიფომ დიდ ჰესებზე მშენებლობის ნებართვები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში უნდა გასცეს.
„რამდენიმე დღის წინ სამარცხვინო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო გარემოს დაცვის სამინისტრომ - მან გასცა ნამაყვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე დანაშაულებრივი ნებართვა და არცკი შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. მშენებლობა ნამახვანის ჰესების კასკადისა 60- და 100-მეტრიანი სიმაღლის ჰესისა ნიშნავს იმას, რომ როგორც ლეჩხუმი ასევე ქუთაისი დადგება გამანადგურებელი საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.