„ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - „ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“ – 90%-მა განაცხადა, რომ ემხრობა, 10% კი, წინააღმდეგია.
რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 85% უჭერს მხარს, 15% კი, ეწინააღმდეგება.
ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.