logo
ENG



84% მიიჩნევს, რომ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტა, მცდარი გადაწყვეტილებაა - კვლევა

09 მარ 202021:55
3 წუთის საკითხავი
clock 796

გამოკითხულთა მოსახლეობის 84% მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით, უარყოფითად აფასებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც „ედისონ რისერჩმა“ „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.

ამავე კითხვაზე, გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება კითხვას: „რომელი ქვეყნებიდან სჯობს განხორციელდეს პორტისთვის საჭირო ინვესტიციები, პასუხები ასე გადანაწილდა:

აშშ - 64%, ევროპა - 56%, ინგლისი - 19%, კანადა - 12%, რუსეთი - 11%, ისრაელი - 11%, თურქეთი - 10%, ჩინეთი - 6%, ირანი - 2%.  

ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


close დახურვა