logo
ENG



სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი: რეისები იტალიიდან სრულად აღჭურვილია დამცავი საშუალებებით

10 მარ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

ქართველების წამოსაყვანად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი თვითმფრინავი უკვე აფრენილია. იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებით სავსე რეისი თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. 

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ განაცხადა, რეისები აღჭურვილია სრულად დამცავი საშუალებით.

„გვქონდა შეხვედრა ეკიპაჟებთან. მოვამზადეთ ისინი დღევანდელი შეხვედრებისთვის. ორი საჰაერო ხომალდი იქნება. მოვამზადეთ ისინი დღევანდელი რეისებისთვის. ვინც სურვილი გამოხატა და იყო იტალიაში დარჩენილი მგზავრები რეისების გაუქმების გამო, ყველა მგზავრი დაკმაყოფილებულია. რეისები არის სრულად აღჭურვილი დამცავი საშუალებებით. ეკიპაჟი სრულად მომზადებულია - ეკიპირებულია ამ რეისისთვის“, - განაცხადა კარანაძემ.


close დახურვა