logo
ENG



სამადაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ იმას აირჩევენ, ვინც ყველა პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს

10 მარ 202015:01
3 წუთის საკითხავი
 
hbnhrebq0klv8sh.jpg

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და საბჭოს გადაწყვეტილება დღესვე გახდება ცნობილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი ოპოზიციისთვის, ივანიშვილის მიერ, ძალაუფლების ვერტიკალის კიდევ უფრო გაფართოების მცდელობას წარმოადგენს. მათთვის სახლებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი სახელის უკან ხელისუფლება, "ქართული ოცნება" და მათი პარტიის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იდგება.

„შალვა თადუმაძე სრულიად ლოიალურია ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ის მისი პირადი იურისტია. ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნის, რომ ივანიშვილის პირადი გარემოცვა, გადამწყვეტ პოზიციებზე ხდებიან წამყვანები. ამის მეშვეობით მართავს მერე ბიძინა ივანიშვილი კრიტიკულ ინსტიტუტს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პროცესი მთლიანად პოლიტიზირებულია. მისივე თქმით, ივანიშვილის მიზანს სასამართლოს სრულად გაკონტროლება წარმოადგენს.

„ვნახეთ, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი მთლიანად იყო პოლიტიზირებული, ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების პროცესი ამასაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უმაღლესი რგოლი სრულად გააკონტროლოს, ამიტომ ვინც არ უნდა აირჩიონ, დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პრინციპი იქნება - აირჩიონ ისეთი ადამიანი, რომლიც მზად იქნება შეასრულოს ყველ აპოლიტიკური დაკვეთა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.


close დახურვა