
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა.
აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.