logo
ENG



22 აპრილის წერილში ბლინკენი საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

23 მაი 202221:54
3 წუთის საკითხავი
 
22 აპრილის წერილში ბლინკენი საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს წერილს წერს.

წერილში, რომელიც ქართულმა მხარემ მასზე დატანილი თარიღიდან ერთი თვის თავზე გაასაჯაროვა, სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.

"მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას ომის დანაშაულებისთვის"- ამბობს ბლინკენი წერილში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

22 აპრილით დათარიღებულ წერილში ბლინკენი დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ აშშ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს.


close დახურვა