logo
ENG



22 მარტიდან დღემდე ჯარიმებიდან ბიუჯეტში დამატებით 21 მლნ. 48 ათასი ლარი შევა

09 მაი 202019:41
3 წუთის საკითხავი
 

3 ათასი ლარი საგანგებო სიტუაციით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის, ან 15 ათასი - თუ დამრღვევი იურიდიული პირია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჯარიმებული პირების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში არ არის კონკრეტიკა რამდენი ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა. "ფორმულა" შეეცადა, ის მინიმუმი დაგვეთვალა, რომელიც სახელმწიფო ხაზინამ ამ გზით იშოვა და დათვალა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმები. 

22 მარტიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვიდი ათასზე მეტი პირი დააჯარიმა. თუ ჩავთვლით, რომ მათ ყველას 3-ათასლარიანი ჯარიმა გამოუწერეს - გამოდის, რომ ბიუჯეტში დამატებით 21 მილიონ 48 ათასი ლარი შევა. 

 


close დახურვა