logo
ENG



700 მილიონის მოპარვის საქმის ახალი ფიგურანტები - გიორგი კაპანაძე დასახელებულ პირთა დაკითხვას მოითხოვს

11 მარ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

700 მილიონის მოპარვის საქმის ახალი ფიგურანტები და ახალი დეტალები დღგ-ების საქმის სკანდალში - მიხეილ სააკაშვილის შტაბის ანტიკორუფციული ჯგუფის ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის თქმით, ბიზნესმენი, რომელიც ამავე საქმეზე იყო დაკავებული, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და ბიძინა ივანიშვილის რჩეულ ბიზნესმენს პირდაპირ ადებს ხელს. 

„კრიმინალური სინდიკატის წევრები არიან: ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, პროკურორი ვასაძე და ქართული ოცნების დეპუტატი გოჩა ენუქიძე. მათ უკან დგას ბიძინა ივანიშვილი - მათ მიერ მოპარული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა ზურაბიშვილის კამპანიის დაფინანსებას. მოწმე, რომელიც ამაზე იყო დაკავებული, გოჩა ბახია, ღიად ადებს ხელს მათ", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

გიორგი კაპანაძე ყველა პირის დაუყოვნებლივ გამოკითხვას ითხოვს.


close დახურვა