კორონავირუსის გამო, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრებს აჩერებს.
„კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები მოქალაქეებთან დროებით შეჩერებულია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ღამის ეკონომიკის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მოგვმართოთ.
ვუერთდებით რეკომენდაციას, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და მიიღონ პრევენციული ზომები კორონავირუსისგან თავის დასაცავად“, - ნათქვამია ღამის ეკონომიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ამჟამად ოფიციალურად კორონავირუსით 24 ადამიანია ინფიცირებული.
მუშაობა გააჩერეს ღამის კლუბებმა - „ბასიანმა“, „ხიდმა“ და „მტკვარზე“.