
კორონავირუსთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული ქვეყნებიდან, საიდაიანც საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმია ამოქმედებული, მოქალაქეებისთვის 14 დღიანი საკარანტინო ზონის გავლა სავალდებულო გახდა.
"კორონავირუსის COVID-19 საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმი ამ დროისთვის ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.
საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე კორონავირუსის კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, ან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს", - ნათქვამია განცხადებაში.