logo
ENG



თბილისის მიკროავტობუსი: მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ თანამშრომლები არ დარჩნენ შემოსავლების გარეშე

17 მარ 202015:56
3 წუთის საკითხავი
 
1rn7rbarlz5hyea.jpg

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განცხადებას ავრცელებს, სადაც სამარშრუტო ტაქსების გაჩერებას ეხმიანება.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კომპანიასა და კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა თანამშრომლები მინიმალური ანაზღაურების გარეშე არ დარჩნენ.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალური განცხადება ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID19 ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა.

ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება. მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარეშე. შეგახსენებთ რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" დასაქმებულია 4000-მდე პირი“, - წერია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.


close დახურვა