logo
ENG



თალაკვაძე: ვეცდებით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ პოლიტიკური შეთანხმების შესრულება

19 მარ 202021:41
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი მზადაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე თანხმობა განაცხადოს.

თალაკვაძის თქმით, სხდომაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული:

„სახელმწიფო ამ მომენტისთვის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და მინიმალური იყოს ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ ოჯახზე აისახება.

ჩვენ შევთანხმდით და განვიხილეთ 3 მნიშვნელოვანი საკითხი - 1 - ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სადაც ყველა შესაძლო ნაბიჯია გადადგმული. მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული. ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენ ორკვირიანი ვადის მოგება შევძელით. მნიშვნელოვანია ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და გავამკაცროთ კონტროლი. 2 ეს არის ეკონომიკა. არსებობს კონკრეტული გეგმები და გადადგმულია ნაბიჯები. ასევე დამუშავებულია შემდგომი სცენარი. 3 - ეს არის პოლიტიკური პროცესი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც შეთანხმებაა პოლიტიკურ სპექტრში. აქაც ვუზრუნველყოფთ, რომ ის დროები, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროცესს ჭირდება, მინიმალურად აისახოს საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ იმ პირობების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმებაა - ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ამ სხდომაზე განვიხილოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმები. არსებობს სრული მზადყოფნა, რომ მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნაზე, პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პანიკა არ არის საჭირო“, - განაცხადა თალაკვაძემ. 


close დახურვა