logo
ENG



გახარია:მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა საჭირო, მრევლს სთხოვო ეკლესიის გარეთ დისტანციის დაცვა

23 მარ 202000:32
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე სასულიერო პირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამაოებმა დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, როდესაც მრევლს ლოცვისას დისტანციის დაცვა სთხოვეს.

გახარიას თქმით, ზოგიერთ ძალას სურს ეკლესიის, სახელმწიფოსა და ხალხის დაპირისპირება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რაც ბევრმა მამაომ გააკეთა. მე მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა საჭირო, რომ მრევლს თხოვო ეკლესიის გარეთ და გარკვეული დისტანცია დაიცვა. ასე იქმნება სახელმწიფოები, ასე ვყალიბდებით, როგორც წარმატებული სახელმწიფო. იქმნება პრობლემები, რა თქმა უნდა. ჩემი, როგორც მთვრობის ხელმძღვანელის ვალდებულებაა, ჯანმრთლეობასზე ზრუნვა. ჩვენ ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი გვაქვს - დავიცვათ დისტანცია, მნიშნელობა არ აქვს სად იქნება ეს, ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში.

"როდესაც ვიღაცებს ასევე უნდათ გამოიყენონ პოლიტიკისთვის მთავრობის, ხალხისა და ეკლესიის დაპირისპირება, ეს პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არსებობს სენსიტიური საკითხები. თუ ვთანხმდებით, რომ მრევლის სიცოცხლე არის მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერი ღირს დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძია ეკლესიასაც“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კორონავირუსისა, სინოდის სხდომაზე საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და პროცესის დროს საერთო კოვზის გამოყენება მოხდება

საპატრიარქოს გადაწყვეტილებას საზგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ საერთო კოვზით ზიარების დროს დიდი საფრთხეა ვირუსის გავრცელების.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 54 პირი დაინფიცირდა. მათგან 3 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3254 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 233 ადამიანი.

close დახურვა