ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 6-კაციანი დელეგაცია, იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით, საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა. ვიზიტი 23-24 სექტემბერს არის დაგეგმილი.
PACE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად არის დაგეგმილი.
პრესრელიზის თანახმად, დელეგაცია თბილისში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, ეროვნული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს; ასევე, კომუნიკაციების კომისიას და ანტიკორუფციულ ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.
ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.