logo
ENG



23 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

05 ნოე 201911:33
3 წუთის საკითხავი
 
w6mpgh1bncakqj5.jpg

 

საქართველოს 23 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და მარიამ ჭანტურია გახდნენ. ვერცლის მედალი ონისე სანებლიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა რამდენიმე დღის წინ 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა.

 


close დახურვა