logo
ENG



23 წლის გოგო ქმარმა მოკლა

16 თებ 202010:54
3 წუთის საკითხავი
 
xcsp6q18ao80i1u.jpg

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში 33 წლის კაცმა 23 წლის ცოლი მოკლა. ბრალდებული დაკავებულია.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


close დახურვა