„ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის და არ იციან საკარანტინო ზონაში როგორ უნდა მოიქცნენ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში შექმნას განწყობა თითქოს რამეს აკეთებს, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მათივე პიარისთვის ხდება.
„მოსახლეობას არ აძლევენ ინფორმაციას რას ნიშნავს კარანტინი, რატომ უნდა იყვნენ სახლში, რის გამო არ უნდა გამოვიდნენ სახლიდან გარეთ. ხელისუფლება რაღაცას აკეთებს, მაგრამ აკეთებს მარტო პიარის სახით. რეალობაში ქუჩა ქუჩა არავინ არ დადის, სადაც დაინფიცირებული ადამიანი ცხოვრობდა იმ ქუჩის გარდა არავისთან არ მისულა“, - აცხადებს აჰმედ იმამკულიევი.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერმა ზაურ დარღალმა, მარნეულში და ბოლნისში მცხოვრები ადამიანების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით განცხადება „ფორმულასთან“ სატელეფონი ინტერვიუში გააკეთა.
მისი განცხადებით, ბოლნისში და მარნეულში მცხოვრები მოსახლეობისთვის ორი მანქანა მოძრაობს, რომლებიც ადგილობრივებს აზერბაიჯანულად, სომხურად და ქართულად აწვდიან ინფორმაციას.