logo
ENG



დეკანოიძე ამომრჩევლების ბაზის გავრცეებაზე:ან ჰაკერები აღწევენ დაბრკოლების გარეშე, ან ვინმემ გამოიტანა ინფორმაცია

30 მარ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს მოქალაქეების ამომრჩეველთა ბაზაზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

როგორც დეკანოიძემ "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მსგავსი ქმედებები დროულად გამოიძიოს და ამის პოლიტიკური ნება გამოავლინოს. 

"21-ე საუკუნეში ახლა, როდესაც მთელი სამართალდამცავი უწყებების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ამაზე არიან ორიენტირებულები, რა თქმა უნდა, საქართველოს და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არამხოლოდ ამის რესურსი, არამედ პოლიტიკური ნება. სამწუხაროა, რომ დღემდე ეს პოლიტიკური ნება არ დაგვინახავს. ვნახოთ, როგორ იქნება ეს გამოძიებული, იმიტომო რომ ამხელა ბაზის წამოღება ნიშნავს იმას, რომ ჰაკერები აღწევენ დაბრკოლების გარეშე და მეორე - შიგნიდან შესაძლებელია, რომ ვინმემ გამოიტანა ეს ბაზა ფორუმზე", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

გარდა ამისა, "ფორმულა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნებული მონაცემები ცესკო-ს ბაზას არ ემთხვევა. 

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სია გამოქვეყნდა, რომელთა შორის გარდაცვლილებიც არიან. ამასთან, შსს ამომრჩეველთა სიის ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნების საკითხს სწავლობს

 

 


close დახურვა