საგანგებო რეჟიმის გამკაცრების მიუხედავად, დღეს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აირჩევენ. სხდომა 15:00 საათზე არის ჩანიშნული. ოპოზიციის შეფასებით მმართველი პარტია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს და ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოში მათთვის სასურველი კანდიდატი წარადგინონ.
„მაშინ როცა მთელი საზოგადოება ყველანი გვერდში ვუდგავართ ჩვენ სამედიცინო სფეროს მუშაკებს და ვზიდავთ ამ ტვირთს ამ ფონზე ქურდულად გაძვრენის მცდელობა კლანის წარმომადგენლისა საკონსტიტუციო სასამართლოში არის უღირსი საქციელი, საგანგებო მდგომარეობის სულის კვეთების დარღვევა და მთლიანად საზოგადოების უპატივცემულობა“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით მმართველი პარტია სიტუაციას სათავისოდ იყენებს, მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთანხმება, რომელიც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს გაერთიანებას ითვალისწინებს ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნება.
„იქ სადაც პოლიტიკური ინტერესი აქვს "ქართულ ოცნებას" იქ დაჩქარებულად მიდიან ეს მათი ინტერესია, რომ საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლე დროულად შეარჩიონ. მე მაიმედებს ის, რომ ჩვენ ოპოზიციურმა პარტუებმა ხელი მოვაწერეთ საკონსტუტუციო და სასამართლო რეფორმის პაკეტს, სადაც საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო უნდა გაერთიანდეს. სწორედ ეს ცვლილება მთლიანად შეცვლის ვიტარებას ეს არის კონსენსუსი და ჩვენ ამის განხორციელებას დავიწყებთ“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სხდომის პროხესს უარყოფითად აფასებენ მესამე სექტორშიც, მათი თქმით საზოგადოების ინტერესი მსგავს საკითხებზე მაღალია ახლა ხელისუფლება სარგებლობს იმი, რომ მოქალაქეების ყურადღება სხვა საკითხზე არის მიმართული.
„ჩვეულებრივ სიტუაციაში ბუნებრივია ეს იმხელა მნიშვნელობის პროცესია, რომ საზოგადოებრივი ყურადღება რა თქმა უნდა იქნებოდა გაათმაგებუი, როგორც ეს იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ახლა გადაწყვიტეს რომ ისარგებლონ შექმნილი ვიტარებით და ყოველგვარი კონტროლის გარეშე ჩუმად მოახდინონ დანიშვნა“,-განაცხადა დავით ჯადიერმა.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აირჩევს, სხდომა 15:00 საათზე არის ჩანიშნული და მოსახლეობა გადაწყვეტილებას წერილობიტ შეიტყობს.