logo
ENG



ფოთის გამშვებ პუნქტებზე საავტომობილო გადაადგილების კონტროლი გრძელდება

01 აპრ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის შესასვლელებთან განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე საავტომობილო გადაადგილების კონტროლი გრძელდება. მგზავრებს თერმო-სკრინინგი უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულები არიან თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ფოთში სულ ორი გამშვები პუნქტია მოწყობილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის პირველმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. მათივე თქმით, მოსახლეობა გაგებით ეკიდება არსებულ შეზღუდვებს და ითვალისწინებს რეკომენდაციებს.


close დახურვა