logo
ENG



ცხინვალის მოსახლეობას კორონავირუსის მკურნალობის გარეშე დარჩენის ეშინია

02 აპრ 202009:58
3 წუთის საკითხავი
 

ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დადასტურებულა. მიუხედავად ამისა ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ რეალობა შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ რეგიონმა რუსეთიდან ტესტები მიიღო, თუმცა მოსახლეობას მათ სანდოობაში ეჭვი შეაქვს.

მისი თქმით, ადგილობრივი საავადმყოფო და ექიმები შესაბამისად აღჭურვილები არ არიან. მოსახლეობას მკურნალობის გარეშე დარჩენის ეშინია. 

"ჯერჯერობით რამდენსაც ჩაუტარეს ყველა აღმოჩნდა უარყოფითი. არ ვიცი რამდენად სანდოა ეს ტესტები. ერთი ვიცი რომ ჩვენი რაიონული საავადმყოფო არ არის მზად. სასწრაფო ბრიგადას არ აქვს შესაბამისი ეკიპირება. ადგილობრივებს ეშინიათ და მოკვდებიან მკურნალობის გარეშე", - განაცხადა მეარაყისვილმა. 

 


close დახურვა