logo
ENG



თურნავა: უსაფრთხო ტრანსპორტირება უსაფრთხო საქმიანობის წესების ერთ-ერთი განუყრელი ნაწილია

02 აპრ 202013:33
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა იმ კერძო კომპანიებს მიმართავს, რომლებსაც საქმიანობა არ შეუწყვეტიათ და ახსენებს, რომ თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, აუცილებელი მოთხოვნაა. განცხადება თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

„უსაფრთხო ტრანსპორტირება არის სწორედ უსაფრთხო საქმიანობის წესების ერთ-ერთი განუყრელი ნაწილი. მივი​ღეთ მკაცრი გადაწყვეტილება, შეწყვეტილია საქალაქო ტრანსპორტის ფუქნციონირება, ასევე, შეწყვეტილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება, ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს რომ სწორედ სატრანსპორტო საშუალებებში არის მომატებული რისკი, ინფექციის გადადების. ჩვენ ეს გამონაკლისი გვაქვს დაშვებული საწარმოებისთვის, რომ მათ უზრუნველჰყონ საკუთარი თანამშრომლების გადაადგილება თავისი ან დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით. წესების დაცვა მნიშვნელოვანია და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ შევამოწმებთ ამ წესების შესრულებას, ესეც იქნება ერთ-ერთი ნაწილი. არის რაღაც წესები, რომელიც ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის დროს უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ნათიაა თურნავამ.


close დახურვა