სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
ომბუდსმენის თქმით, არაეფექტურია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და სუფთა ჰაერზე უფლების რეალიზაციისთვის გატარებული ღონისძიებები;
„ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების გატარება და მათი ეფექტური აღსრულება; დასახვეწია მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები; ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას არ ხდება ადამიანის უფლებების გათვალისწინება. არ არსებობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტები; ხარვეზიანია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი“, - ნათქვამია ანაგრიშში.
