ბოლო 24 საათში, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 671-ს შეადგეს. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 383-ია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 ადამიანია, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 3873 მოქალაქე იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.