logo
ENG



24 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმე და ახალი კადრები - შაბათის ფორმულა

28 ოქტ 202321:03
3 წუთის საკითხავი
 

24 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმე და კადრები რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა. ვიდეომასალაში ასახულია, 11 მარტის ღამე, როცა გოუ ბარში მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბაძე, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მეგობრის მკვლელობის ღამეს დაკავებული სირაბაძე, სასამართლომ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მოკლული ნიკა თუთაშვილის დედა, შაბათის ფორმულასთან, ამბობს, რომ მკვლელს ქართული ოცნების მაღალჩინოსნები მფარველობენ, რადგან ლევან სირაბაძე, ბათუმის საკრებულოს წევრის ბიძაშვილია. დღეს, სიუჟეტში ნახავთ მთავარ მტკიცებულებებს საქმის მასალებიდან, საიდანაც დგინდება, რომ მკვლელობის მუხლის აუცილებელ მოგერიებად გადაკვალიფიცირების პროცესში, საქმის ბევრი მტკიცებულება და მათ შორის, მოწმეთა ჩვენები გაყალბდა. ნიკა თუთაშვილის ოჯახი, ბრალდებულის სახელისუფლებო კავშირების მიუხედავად, დავის გაგრძელებას, სააპელაციო სასამართლოში მაინც აპირებს.


close დახურვა