logo
ENG



24 მარტიდან საქართველოში იწყება ტესტების მიღება კორონავირუსზე - ტიკარაძე

21 მარ 202022:20
3 წუთის საკითხავი
 

"24 მარტიდან ჩვენ გვექნება ტესტების ეტაპობრივი მიღება იმ ქვეყნებიდან, ვისაც ამ კუთხით საუკეთესო გამოცდილება აქვს",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "გიორგი თარაგამაძის ფორმულასი" განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაიწყება მოქალაქეების მასობრივი და ეტაპორბივი ტესტირება. 

"ვინაიდან ბაზარზე არის ტესტების უამრავი მომწოდებელი და ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება იმ ქვეყნების, ვინც მუშაობის მოკლე პერიოდში საუკეთესო გამოცდილება დააგროვა. ამის ანალიტიკისთვის გვჭირდებოდა გარკვეული დრო. გეგმა შემდეგია, რომ 24 მარტიდან, ჩვენ გვექნება ტესტების ეტაპობრივი მიღება იმ ქვეყნებიდან, ვისაც ამ კუთხით საუკეთესო გამოცდილება აქვს. ესენია კორეა და ჩინეთი. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები, რომ ეს ტესტები არის ზუსტი და არ გვექნება გარკვეული გადაცდომები. ტესტები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა ეტაპზე განხორციელდეს და განისიზღვრება იმით, რომ ზოგიერთი თავიდანვე ადგენს ვირუსს ორგანიზმში, ზოგიც უფრო მოგვიანებით. რადგან ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა იქნება მზარდი და მათი დადგენაც მოხდება სხვადასხვა ეტაპზე, ამიტომ ორივე ტიპის ტესტების შემოღება გადაწყდა",-აღნიშნავს ტიკარაძე.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვის ჩაუტარდება ტესტირება პირველ ეტაპზე, მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი განისაზღვრება აუცილებლობისა და საჭიროების მიხედვით.

"პირველ რიგში ტესტირებას განვახორციელებთ მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელთაც უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა. ყველაზე დიდი რისკის მატარებლები სწორედ ის მოქალაქეები არიან, ვინც კარანტინშია ან თვითიზოლაციაში. შემდეგ მოდიან ის ადამიანები, რომლებიც არიან შესაძლო კონტაქტები ამ მოქალაქეების. ტესტები იქნება საკმარისი რაოდენობის, ყველასთვის",-განაცხადა ტიკარაძემ. 

 


close დახურვა