logo
ENG



24 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს მიმართავს

23 მარ 202202:33
3 წუთის საკითხავი
 
24 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს NATO-ს მიმართავს. 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე სამსჯელოდ რიგგარეშედ იკრიბება. 

ზელენსკი სამიტს დისტანციურად ჩაერთვება. 

უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო არ არის. 

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს უკრაინის თავზე ცის დახურვას სთხოვს, თუმცა, ალიანსის წევრები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ომში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს და მისი თხოვნის დაკმაყოფილებაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ. 

ბრიუსელში ჩაფრინდება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ბაიდენი 24 მარტსვე რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს გამოაცხადებს. 


close დახურვა