logo
ENG



24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა

16 მარ 202009:25
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. განსაკუთრებით რთული მდგომარება ამ მხრივ ლომბარდიაშია, სადაც ერთ დღეში პანდემიას 252 ადამიანი შეეწირა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,809 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია ორი ათასზე მეტი ადამიანი.

ვირუსის ხუთი ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი გერმანიაში. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-ს შეადგენს.  128-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი საფრანგეთში.  28-მდე მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სომხეთში. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების მხრივ კლებაა სამხრეთ კორეაში, სადაც გასული დღე-ღამის გამავლობაში ინფიცირების 74 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით წინსვლაა ჩინეთშიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქალაქ ვუჰანში კოვიდ-19-ით ინფიცირების მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის მასშტაბით მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 68 ათასამდე ადამიანი. რაც შეეხება შეერთებულ სტატებს აქ კორონავირუსის სამი ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 69-ს აღწევს. 



close დახურვა