logo
ENG



24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 178 ფაქტი გამოვლინდა

12 აპრ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათსში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 178 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა", - აღნიშნულია გაცხადებაში. 

ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმეს.

"პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ფიზიკური პირის ჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.


close დახურვა