logo
ENG



25-31 დეკემბერს კერძო ავტომობილებს ე.წ. ბასლაინებში მოძრაობა შეეძლებათ

24 დეკ 202018:06
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/24/hw6ka8j0u9sbo8p.png

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 25-31 დეკემბრის პერიოდში კერძო ავტომობილებს ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში მოძრაობა შეეძლებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. 

ხმალაძის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება. მისივე თქმით, ე.წ. ბასლაინების დროებითი გამოყენება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს

"მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან, მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება", - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგენილიყო. თუმცა, საბჭომ გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ გააუქმა. მათ შორის არ აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

 


close დახურვა