logo
ENG



მღდელ-მონაზონი იერონიმე: ვართ ამ ეკლესიის წევრები გვინდა თუ არ გვინდა, მასზე მორჩილება უნდა განვაცხადოთ

02 აპრ 202022:36
3 წუთის საკითხავი
 

მღდელ-მონაზონმა იერონიმე ქათამაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ სასულიერო პირებს შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდეთ, მაგრამ ეკლესიას ემორჩილებიან.

„როდესაც არსებობს ლოცვა-კურთხევა და ვართ ამ ეკლესიის წევრები გვინდა თუ არ გვინდა, მასზე მორჩილება უნდა განვაცხადოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრი არ გაგვაჩნია. თუ ვიტყვით, რომ აზრი არ გაგვაჩნია და ამავდროულად გაგვაჩნია, მაშინ გამოვდივართ ფარისევლები, რასაც სახარება უარყოფს. თუ ჩვენ გაგვაჩნია აზრი უნდა ვთქვათ, მაგრამ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ. ეს უნდა განასხვავოს მოსახლეობამ.

იმ სასულიერო პირებს, მათ შორის მეუფე საბასაც, მათ შორის ჩვენც და იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც პეტიციას ხელი მოაწერეს, მტრად შეგვრაცხეს. ჩვენ მათ ვპატიობთ ამ ყველაფერს და ბრაზს არ ვიდებთ გულში“, - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა. 


close დახურვა