logo
ENG



შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს სუპერმარკეტების გაკონტროლების მანდატი - EMC-ი სპარში შექმნილ ვითარებაზე

06 აპრ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ფონზე მესამე სექტორი სუპერმარკეტებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოითხოვს, რომ შრომის ინსპექციას ჰქონდეს შესაბამისი მანდატი, რის საფუძველზეც სუპერმარკეტების ქსელებს გააკონტროლებს.  

როგორც EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი ამბობს, სუპერმარკეტი "სპარი", "ნიკორა" და "აგროჰაბი" დასაქმებულების უფლებებს უხეშად არღვევს. განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქ პოსტით ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელიც ასევე მანდატის საჭიროებაზე საუბრობს. 

"მძიმე მდგომარეობაა სხვა ქსელებშიც. გვწერენ და გვირეკავენ სხვადასხვა ცნობილი ქსელებიდან, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. ბოლო დროს შეიქმნა ასევე მძიმე პირობა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ასევე პრობლემას წარმოადგენს ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასების შემცირება, ჯარიმები და სხვა. სასიცოცხლოდ გვჭირდება ახლა შრომის ინსპექცია, რომელიც დასაქმებულების უფლებებს დაიცავს", - აღნიშნა ერისთავმა. 

შეგახსენებთ, რომ სპარის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ მაღაზიაში დარჩენას და ღამის საათებში მარკეტის მოწესრიგებას ავალდებულებენ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც დასაქმებულები სპარის მიერ შრომითი უფლებების დაღვევაზე საუბრობენ. 

 


close დახურვა