logo
ENG



სოფო ბერიძე კორონავირუსზე: ცუდი სცენარის შემთხვევაში ყველა კლინიკას და მთლიანად ქვეყანას შეექმნება პრობლემები

08 აპრ 202021:43
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ხარისხის დირექტორი სოფო ბერიძე "ფორმულას" პირდაპირ ეთერში სამედიცინო აღჭურვილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული მომზადებულია, თუმცა ცუდი სცენარის შემთხვევაში კლინიკებიც და ქვეყანაც პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

"არსებული პროგნოზების პირობებში, რაც მოგვაწოდეს სპეციალისტებმა, ჩვენი აპარატურული მხარდაჭერა მზად იქნება. მაინც ოპტიმისტურად ვუდგებით და არ მგონია ეს გათვლილი იყოს ცუდ სცენარზე. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, ყველა კლინიკა და მთლიანად ქვეყანა აღმოჩნდება პრობლემების წინაშე. ყველამ უნდა ვეცადოთ რომ ცუდი სცენარი ავირიდოთ თავიდან და სახლში დარჩენის გარდა, თავი უნდა დავიცვათ კოლეგებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის, რათა შემდგომ ექიმი შესაძლოა გახდეს სხვისი დაინფიცირების წყარო. არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სამედიცინო პერსოანლი მალე ჩაიხსნას საქმიანობიდან და მერე ეფექტურად გავაგრძელოთ მუშაობა",-აღნიშნა სოფო ბერიძემ. 


close დახურვა