ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ჟურნალისტების ე.წ. აგრესიული ტესტების ჩატარება საჭიროა არ არის.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, ჟურნალისტების სოციალური დისტანცირება ამ ეტაპზე წარმატებით ხორციელდება.
"ჟურნალისტების დისტანციური მუშაობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ისინი აგრესიული ტესტირების განსახორციელებელ ჯგუფში არ მოიაზრებიან, რაც შეეხება ჯარს და პოლიციას, ჯარში და პოლიციაშიც თერმოსკრინინგი, ტესტირება და დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში მათი ტესტირება გაგრძელდება", - აღნიშნა მინისტრმა.