
დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. სპეციალური ხსნარებით, წუხელ ღამით ჭავჭავაძის გამზირი და მიმდებარე ქუჩები მოირეცხა. დასუფთავდა გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის 10-ვე რაიონში ჩატარდება.
„ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ქალაქის მაშტაბით. 10-ვე რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე იქნება იგივე პროგრამის განხორციელება, დამუშავება შესაბამისი ხსნარებით. ეს არის პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა კახი კალაძემ.