logo
ENG



ლაშა სუხიშვილი: ჰაერის გაუმჯობესება კონკრეტული ტრაგედიებს ხარჯზე ხდება და დროებითი ფაქტორია

11 აპრ 202014:57
3 წუთის საკითხავი
 
o128y14yumuzj04.png

კორონავირუსის პირობებში, საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. ამის მიზეზად კი გარემოს ეროვნულ სააგენტოში იმ შეზღუდვებს ასახელებენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე კარგ მაჩვენებელზეა აზოტის დიოქსიდი, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების სეზღუდვითაა გამოწვეული. შემცირებულია ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობაც

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარი ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა. გარემოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლობაში ფიქრობენ, რომ ჰაერის გაუმჯობესება დროებითია და ის იმ იძულებითი შეზღუდვების გამო ხდება, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის გატარებული.  

„ჰაერის გაუმჯობესება დროებითი ფაქტორია, ისღა დაგვრჩენია პანდემიის ფონზე სუფთა ჰაერით ვისიამოვნოთ. სუფთა ჰაერის პარალელურად ადამიანები ზარალდებიან, ეკონომიკა ზარალდება და ეს ჰაერის გაუმჯობესება ხდება კონკრეტული ტრაგედიების ხარჯზე, ამიტომ ასე სწრაფად რაიმე ზომების მიღება, რომ იქნებ შევინარჩუნოთ ასეთი სუფთა ჰაერი, მე პირადად შეუძლებელი მგონია. 

საუბარი არის იმაზე მაინც, რომ საშუალოვადიან პერიოდში მთავრობებმა შეცვალონ ეკოლოგიური მიდგომა და ნელნელა გააუმჯობესონ ეკონომიკური საქმიანობის რეგულაციები, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და განახლებადი ენერგიების დანერგვა“, - აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.


close დახურვა