ამბავი, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება! ჩემი ცოლის დაქალების ახალი მე-16 სეზონი ექსკლუზიურად „ფორმულას“ ეთერში 25 ოქტომბერს დაიწყება.
სერიალი, რომლის სცენარიც, ხშირად, მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ იწერება და ქართული საზოგადოების სარკეს წარმოადგენს, უკვე მერვე წელია მაყურებელს არ კარგავს. სატირულ-იუმორისტულ ჟანრში წარმოჩენილი რეალობა ტელეეკრანებზე უკვე მე-16 სეზონია ცოცხლდება.
„ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულას“ ეთერში ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გავა. ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები, უკვე დავიწყებული და ახალი სახეები - სერიალი მაყურებელს უამრავი საინტერესო სიუჟეტის განვითარებას ჰპირდება.