logo
ENG



აშშ-ის საელჩო ექიმ-ინფექციონისტის, ზურაბ მირიანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

14 აპრ 202018:45
3 წუთის საკითხავი
 
t5js9i0zubujno6.png

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლუგარის ლაბორატორიის ექიმ-ინფექციონისტის, პროფესორი ზურაბ მირიანაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ზურაბ მირიანაშვილი კოლეგებთან ერთად მტკიცე შემართებით მუშაობდა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ.

„ამერიკის საელჩო გულითადად უსამძიმრებს 13 აპრილს დაღუპულ ზურაბ მირიანაშვილის ოჯახსა და მეგობრებს. ბატონი მირიანაშვილი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მტკიცე შემართებით მუშაობდა კოლეგებთან ერთად COVID-19 პანდემიის საპასუხოდ. ბატონი მირიანაშვილის მსგავსი პროფესიონალების თავდადებამ, სიმამაცემ და მსხვერპლმა შექმნა მისი ქვეყნის სახე ამ კრიზისთან ბრძოლაში. ის სასახელო ქართველია და მისი ღვაწლი არ იქნება დავიწყებული“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროფესორი ზურაბ მირიანაშვილი 12 აპრილს, გულის შეტევით გარდაიცვალა.


close დახურვა